საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იტალიაში

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მალტის შემდეგ იტალიაში აგრძელებს ვიზიტს. განხილვის თემა აქაც 12 რეკომენდაცია და უკვე გატარებული რეფორმების შეჯამებაა. შალვა პაპუაშვილი დღეიდან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. დელეგაციის წევრებს უმასპინძლებენ იტალიის ზედა და ქვედა პალატაში. დეპუტატები იტალიელ კოლეგებს ინფორმაციას მიაწვდიან ევროპული რეკომენდაციების შესრულების შესახებ. დიალოგი გაიმართება ვატიკანშიც.