საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დანიაში

12:15, 15.06.2022

კოპენჰაგენში საქართველოსა და დანიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე აღნიშნეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, დანიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობებსა და პერსპექტივებზე. ასევე, ისაუბრეს საგარეო საფრთხეებზე და რუსულ აგრესიაზე, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის შემთხვევაში.

მსგავსი