საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბერლინში

პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გერმანიაში ვიზიტს განაგრძობს. ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად შეხვედრები გამართა მის კოლეგასთან და ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ბუნდესტაგში. დეპუტატის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე რამდენიმე დღით ადრე გერმანიაში ვიზიტი, მნიშვნელოვანია საქართველოსათვის მხარდაჭერის მისაღებად. ამასთან ერთად, საუბარი გაიმართა თავდაცვისა და ეკონომიკის საკითხებში უკვე არსებულ და განსახორციელებელ გეგმებთან დაკავშირებით. პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ოფიციალური შეხვედრები ბერლინში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.