საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში
არსებობს თუ არა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღების პერსპექტივა – ხუთი დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრები და მიღებული გზავნილები ქართულ საპარლამენტო დელეგაციას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.
ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში არც თუ ისე შორეულ წარსულში სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არსებული ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან განახლდება და ურთიერთპატივისცემაზე იქნება დამყარებული. ურთიერთოების გადატვირთვის პარალელურად, ორმხრივი შეხვედრების მთავარი თემა იყო ოკუპაცია, საქართველოს როლი შუა დერეფანში და შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები. ამ წუთებში დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე შეხვედრას პენტაგონში მართავს.
მაშინ, როდესაც მმართველი პარტია პოზიტიური ცვლილებების მოლოდინშია, პესიმისტურია ოპონენტების პროგნოზი. ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ამერიკასთან ურთიერთოების გადატვირთვას გამორიცხავს.