საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები სტრასბურგში

ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავენ უმრავლესობის წევრები. ქართველი დეპუტატები აცხადებენ, რომ ევროპელ კოლეგებს, მათ შორის სკეპტიკურად განწყობილ დეპუტატებს აწვდიან დეტალურ ინფორმაციას, რას აკეთებს საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. მათი შეფასებით, ვიზიტის მიზანია, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ევროპელ კოლეგებს ჰქონდეთ უტყუარი ინფორმაცია საქართველოს პროგრესის შესახებ.