საპარლამენტო დელეგაციის აზერბაიჯანში ვიზიტი გრძელდება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აზერბაიჯანში ვიზიტი გრძელდება. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ მილი მეჯლისის საგანგებო სხდომაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა. საგანგებო სხდომა ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციის წევრებთან ერთად უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.