ქართული საპარლამენტო დელეგაცია რუმინეთში იმყოფება.
დელეგაციაში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეები, ნიკოლოზ სამხარაძე და ლევან მახაშვილი შედიან. ისინი უკვე შეხვდნენ სენატის თავმჯდომარეს და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრებს. ქართულ დელეგაციას რუმინელმა კოლეგებმა 2024 წლის არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ეკონომიკურ მიღწევებზეც. ისაუბრეს ევროინტეგრაციაზე და საქართველოს მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირეს. გარდა ამისა, განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი და ამ კონტექსტში უკრაინაში მიმდინარე მოვლენები.