საპარლამენტო დელეგაცია რუმინეთში

ქართული საპარლამენტო დელეგაცია რუმინეთში სამუშაო ორდღიან ვიზიტს დღეს ასრულებს. საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ურთიერთობების კომიტეტების თავმჯდომარეები, ნიკა სამხარაძე და ლევან მახაშვილი დღეს უკვე შეხვდნენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს და მის წევრებს. მხარეები ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების სურვილს გამოთქვამენ.   მოგვიანებით, ქართული დელეგაცია შეხვედრებს ევროკავშირის და კიდევ სხვა არაერთი კომიტეტის თავმჯდომარეებთან გამართავს. კერძოდ, რა აქცენტები გაკეთდა ქართულ-რუმინული საპარალამენტო წარმომადგენლობების ორდღიანი შეხვედრებისას – ბუქარესტიდან თათია ტაბეშაძე დეტალებით.