საპარლამენტო დელეგაცია ინდონეზიის დედაქალაქში

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დამკვირვებლის სტატუსი ინდონეზიის დედაქალაქში, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 44-ე გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს. ღონისძიებაზე შეკრებილ 500-მდე დელეგატს სიტყვით მიმართა ნიკოლოზ სამხარაძემ. მან მადლობა გადაუხადა ასამბლეის წევრებს საქართველოს პარლამენტისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებისთვის და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებთან საერთო ინტერესების განვითარებას ეკონომიკური, კულტურული და სხვა მიმართულებებით.