საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო სესიაზე

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს. დღეიდან იმართება დებატები ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სამიტთან დაკავშირებით, რომელიც მაისში, რეიკიავიკში იგეგმება. ასევე, გაიმართება დებატები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით. ქართული დელეგაცია სხვადასხვა კომიტეტებში პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრების გამართვასაც აპირებს.