საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანში
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები აზერბაიჯანის მილი მეჯლისის კომიტეტების თავმჯდომარეებსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს, ფარიდ გაიბოვს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ისაუბრეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე, როგორც განათლების მიმართულებით გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების, ასევე ახალგაზრდობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელების კუთხით.