საპარლამენტო არჩევნების შედეგები საფრანგეთში

საფრანგეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის ალიანსი მცირედით უსწრებს ოპოზიციურ მემარცხენე კოალიციას. ოფიციალური მონაცემებით, ცენტრისტების ალიანსს ხმების 25, 75 პროცენტი აქვს, ხოლო „სოციალისტების“, „მწვანეებისა“ და „კომუნისტების“ საარჩევნო ბლოკს, რომელსაც ჟან-ლუკ მელანშონი ხელმძღვანელობს, ამომრჩეველთა 25, 66 პროცენტი. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. მესამე ადგილზეა მარინ ლე პენის მემარჯვენე-პოპულისტური „ეროვნული კრება“ 18, 68 პროცენტით, მეოთხე ადგილს კი მემარჯვენე რესპუბლიკელები იკავებენ, რომლებსაც 10, 43 პროცენტი აქვთ. საფრანგეთში პოლიტიკური პარტიები საკანონმდებლო ორგანოში 577 ადგილის დასაკავებლად იბრძვიან. ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 19 ივნისს გაიმართება.