საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური საფრანგეთში

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20 საათზე დაიხურება. ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 38,11 პროცენტი შეადგინა, რაც 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების და გასულ კვირაში გამართული პირველი ტურის მონაცემებს მცირედით ჩამორჩება. საფრანგეთის მოსახლეობა ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატის 577 დეპუტატს ირჩევს ხუთი წლის ვადით. საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს საფრანგეთის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ, რომლებმაც ოდე ფრანსის რეგიონში, დაბა ლე ტუკის საარჩევნო უბანზე მისცეს ხმა. არჩევანი გააკეთეს ასევე მემარცხენე კოალიციის ლიდერმა, ჟან ლიუკ მელანშონმა და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენმაც. გამოკითხვების მიხედვით, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და მემარცხენე ძალების კოალიციებს აქვთ. პარლამენტში სრული უმრავლესობის მოსაპოვებლად პოლიტიკურ კოალიციებს 289 მანდატის აღება სჭირდებათ. წინასწარი გამოკითხვებით, ამომრჩეველთა დაახლოებით 53-მა პროცენტმა თავი შეიკავა გაემხილა თუ ვის მისცა ხმა, რაც საფრანგეთისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

დატოვე კომენტარი