საპარლამენტაშორისო ასამბლეა – ორმხრივი შეხვედრები 

21:24, 07.10.2026

აფრიკაში მყოფი ქართული დელეგაცია სხვადასხვა ქვეყანასთან საპარლამენტო კავშირების ნორმალიზება-გაძლიერებას ცდილობს.

საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ შალვა პაპუაშვილი და ქართველი პარლამენტარები ევროპის, აზიის, აფრიკის და წყნარი ოკეანის ქვეყნებიდან კოლეგებს ხვდებიან. სამომავლო ურთიერთობებთან ერთად საუბრის ძირითადი ხაზია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. ინდივუდუალური სანქციების დაწესების და გაერთიანებული სამეფოდან ოფიციალური თბილისის მისამართით ბოლოდროინდელი კრიტიკული გზავნილების გათვალისწინებით განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარეების დღევანდელი შეხვედრა. შალვა პაპუაშვილმა ბრიტანელ კოლეგას უთხრა, რომ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის დღევანდელი ურთიერთობის ხარისხით კმაყოფილი არ არის და ძველი ურთიერთობის აღდგენა სურს.

მსგავსი