ისრაელსა და ღაზას შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ღაზაში საჰაერო თავდასხმის დროს მოკლეს პალესტინელი მამაკაცი, რომელსაც „ჰამასის“ დაფინანსებაში ადანაშაულებდნენ. გაერო-ს უშიშროების საბჭო გეგმავს კენჭისყრას ახალ რეზოლუციაზე, რომელშიც საომარი მოქმედებების შეჩერებისკენ მოუწოდებენ.
დღეს „ჰამასის“ ლიდერი, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და ისრაელთან ტყვეების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებების მიზნით, ეგვიპტეში ჩავა. ამასთან, ისრაელის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისრაელი მზად არის მორიგი ჰუმანიტარული პაუზისთვის.