ისრაელი ბრძოლას ღაზას სექტორის სამხრეთით განაგრძობს. ისრაელის ძალების ინფორმაციით, ბოლო 24 საათი იყო „ყველაზე ინტენსიური დღე“ სახმელეთო ოპერაციების დაწყების შემდეგ მოკლული ტერორისტების, ცეცხლსასროლი იარაღის რაოდენობისა და სახმელეთო თუ საჰაერო ძალების გამოყენების თვალსაზრისით.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედროები ღაზას სიდიდით მეორე ქალაქის, ხან იუნისის ცენტრში არიან. ცენტრალურ ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, დანიელ ჰაგარი ამბობს, ისრაელს მიაჩნია, რომ ღაზაში კიდევ 138 მძევალი იმყოფება. „ჰამასის“ განცხადებით, ომის დაწყებიდან ღაზაში 17 000-მდე პირი დაიღუპა. ამასთან, „ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, სანამ ღაზის სექტორზე აგრესია არ შეწყდება, მოლაპარაკებები არ იქნება.