საომარი მოქმედებები უკრაინაში - მე-6 დღე

უკრაინის  წინააღმდეგ კრემლის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია გრძელდება. ინტერვენციის მეექვსე დღეს ვითარება კიდევ უფრო რთულდება. აქტიურად ვრცელდება მონაცემები, რომ აგრესორი სამხედრო ძალას იყენებს სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ, იზრდება მსხვერპლი მშვიდობიან  მოსახლეობაში.სროლისადა აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში არ წყდებოდა. რთული მდგომარეობაა ხერსონში, რომელიც თითქმის მთლიანადა გარშემორტყმული რუსი ჯარისკაცებით. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უმის ოლქის ქალაქ ახტირკაში რუსულმა ძალებმა სამხედრო ნაწილს ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია 70-მდე უკრაინელი სამხედრო. ხარკოვში საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან რაკეტა აფეთქდა. ღამის განმავლობაში დაიბომბა საცხოვრებელი   კორპუსებიც. დაიღუპა 9 ადამიანი, 37 დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია. გვიან ღამით პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ რაც ხარკოვში ხდება სამხედრო დანაშაულია, ზელენს კი ამბობს, რომ რუსებმა ძალიან კარგად იციან,სად ისვრიან და მათი სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, ამისთვის კი აუცილებლად იქნება საერთაშორისო ტრიბუნალი. განსაკუთრებული ყურადღება ახლა კიევზეა, გამთენიისას საერთაშორისო მედიამ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გაავრცელა. რუსული სამხედრო კოლონის სიგრძე 64 კილომეტრზე მეტია და ის უკვე ძალიან ახლოს არის კიევთან. კოლონა ჯავშანტექნიკისგან, ტანკებისგან და სხვა სამხედრო ტექნიკისგან შედგება. შეერთებული  შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, რუსეთმა უკრაინაში საზღვართან განთავსებული ჯარის 75 პროცენტი უკვე შეიყვანა.