საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მეოთხე დღეს უკრაინის თავდაცვის ძალები ქალაქებზე კონტროლის შენარჩუნებას ახერხებენ. რუსეთმა უპირატესობის მოპოვება ისევ ვერ შეძლო, თუმცა, ვითარება მაინც უკიდურესად დაძაბულია. რუსულმა არმიამ ხარკოვში გაზსადენი ააფეთქა, ჭურვი ესროლეს საცხოვრებელ კორპუსს, გარდაცვლილია ერთი ადამიანი. რომელ ქალაქებში მიმდინარეობდა ინტენსიური შეტაკებები და როგორია დაღუპულთა სტატისტიკა, – გიორგი კობერიძის რეპორტაჟი.