საომარი მოქმედებები უკრაინაში

ომის წლისთავზე უკრაინა რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი მასშტაბური შეტევისთვის ემზადება.

უკრაინის სუმის ოლქის მოსაზღვრე რაიონებში რუსეთს 10 ათასი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული, რაც ამ ზონაში რუსული ჯარების რეკორდული კონცენტრაციაა. რუსეთის თავდასხმის მოსაგერიებლად ოფიციალური კიევი სამხედრო აღჭურვილობის დროულად შევსებას ცდილობს. გერმანიის შემდეგ უკრაინას საბრძოლო ტანკების გადაცემას ნიდერლანდები დაჰპირდა. ცნობილი ხდება, რომ უკრაინა საფრანგეთისგან მსუბუქი ტანკების პირველ ნაწილს და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებსაც მიიღებს. რუსეთი უკრაინის თავდაცვის ხაზის გარღვევას დონეცკის ოლქში ცდილობს. კიევი კი პრიორიტეტად ოკუპირებული მიწების გათავისუფლებას ასახელებს.