საომარი მოქმედებები უკრაინაში

ისევ უკიდურესად დაძაბულია სიტუაცია უკრაინაში. ახლა ყველა რუსეთ-უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდს ელოდება. ქალაქ გომელში დელეგაციების შეხვედრა აფეთქებების ფონზე მიმდინარეობდა. ამასთან, პენტაგონის ცნობებით, უკრაინის საზღვარზე მყოფი რუსული ჯარის 75% უკვე უკრაინის ტერიტორიაზეა. დღეს კი მთელი ყურადღება კიევისაკენ არის მიმართული. ვრცელდება თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები, სადაც ჩანს როგორ განლაგდა რუსეთის სამხედრო კოლონა კიევის გარეუბანთან.

რა ინფორმაცია მიიღეს თანამგზავრიდან და რას ამბობენ შეერთებულ შტატებში, – თამთა რუხაძე დეტალებით.

მოამბე