საომარი მოქმედებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 

უკვე მესამე დარღვეული ზავი ბოლო ერთ თვეში. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამჯერად ვაშინგტონში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, მთიანი ყარაბაღი ისევ ცხელ წერტილად რჩება. კონფლიქტის ზონასა და მიმდებარე დასახლებებში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის.  წინა შემთხვევების მსგავსად, ჰუმანიტარული ზავის დარღვევაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე მხარე ავრცელებს ინფორმაციას, რომ სარაკეტო თავდასხმების შედეგად არის მსხვერპლი. დაღუპულებს შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ინტენსიური საომარი მოქმედებების და დაბომბვების ფონზე მძაფრდება მხარეთა რიტორიკა და გზავნილები.