საომარი მოქმედებები ისრაელსა და ირანს შორის

ახლო აღმოსავლეთში დაწყებული კიდევ ერთი სამხედრო დაპირისპირება მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ხდება.

ისრაელი ირანზე ავიაიერიშებს არ წყვეტს, ბოლო საათებში სამიზნე გახდა კიდევ რამდენიმე სამხედრო ობიექტი. ოფიციალური თეირანი გუშინდელი სარაკეტო დარტყმების და ბირთვული ობიექტების დაბომბვის გამო აშშ-ს გადამწყვეტი პასუხით ემუქრება. ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანმა კატარში, დოჰას მახლობლად მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე რაკეტები გაუშვა. ისრაელზე საპასუხო იერიშების პარალელურად თეირანი მსოფლიო ეკონომიკაზე ზეწოლასაც ცდილობს. გლობალური ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანი სრუტის დასახურად პირველი ნაბიჯი გადადგმულია. საავიაციო იერიშების ფონზე გაერო-ს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი რადიაციული საფრთხეების შესაფასებლად ირანის ბირთვულ ობიექტებზე დაშვებას ითხოვს.