საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

წავა თუ არა ჩვენს მეზობლებს შორის გამწვავებული კონფლიქტი დეესკალაციისკენ. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ახალი ომის მე-13 დღეს დაპირისპირებული მხარეების საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში სერგეი ლავროვის მონაწილეობით პირველ მოლაპარაკებას მართავენ. ერევანშია ჩასული რუსეთის პრემიერ-მინისტრი. სომხეთის დედაქალაქში ევრაზიული კავშირის საბჭო არის შეკრებილი. პარალელურად, არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. აზერბაიჯანი ახალი პოზიციების დაკავების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რასაც ოფიციალური ერევანი არ ადასტურებს.

სომხეთის დედაქალაქში რატი ხვისტანი და პაატა ჯორჯიაშვილი მუშაობენ.

დატოვე კომენტარი