საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

21:25, 07.10.2020

სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლს არ წყვეტენ.

მთიანი ყარაბაღი ადგილობრივებისგან იცლება. რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ერევანმა ბაქოს გამაფრთხილებელი გზავნილით მიმართა და მოსკოვთან გაფორმებული თავდაცვითი შეთანხმება რამდენჯერმე ახსენა. თავის მხრივ აზერბაიჯანი პირობას არ ცვლის და ყარაბაღიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანამდე მოლაპარაკებების დაწყებას გამორიცხავს. ამ ფონზე იბომბება დასახლებული პუნქტები, სტრატეგიული ობიექტები და ყოველდღიურად იზრდება მსხვერპლის რაოდენობა ორივე მხარეს.

მსგავსი