საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება დაძაბულია.

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ცოტა ხნის წინ დაიბომბა ქალაქი ტერტერი, რომელიც საბრძოლო მოქმედების ზონიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქის ნაწილი ევაკუირებულია.

ადგილზე დღეს ლევან ახალაია და გიორგი ქასრაშვილი იმყოფებოდნენ. რა ვითარება დახვდა „მოამბის“ გადამღებ ჯგუფს ქალაქ ტერტერში და რას ყვებიან ადგილობრივები, – ლევან ახალაია აზერბაიჯანიდან.