საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები უვე სტეპანაკერტის მისადგომებთან არიან.

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში ადასტურებენ, რომ ქალაქ შუშას ვეღარ აკონტროლებენ. აზერბაიჯანული მხარე სხვა დასახლებების აღებაზეც წერს. ცხელ წერტილში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ახლაც მიმდინარეობს. ცეცხლის შეწყვეტის და საერთაშორისო საზოგადოების შუამავლობით პროცესების მოლაპარაკებათა მაგიდასთან გადატანის ყველა მცდელობა უპერსპექტივოა. ცოტა ხნის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთში, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს.