საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა  და სომხეთს შორის 

მთიან ყარაბაღში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ისევ განახლდა.

იზრდება მსხვერპლის რაოდენობა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორი დღის წინ მიღწეული შეთანხმება არ სრულდება. სამმხრივი შეხვედრის ორგანიზატორი და მონაწილე რუსეთი, მხარეებს ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს. დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კვლავ მოსკოვში ჩავიდა. ოფიციალური ვიზიტის დროს სერგეი ლავროვთან განსახილველი მთავარი საკითხი კვლავ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შეჩერების გზებია.

რატი ხვისტანი ერევნიდან.

დატოვე კომენტარი