საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღმოსავლეთი ისევ მსოფლიო მოვლენების ეპიცენტრშია.

ისრაელისა და ღაზის სექტორის მიმართულებით ავიაიერიშები გრძელდება. პალესტინელებს შორის მსხვერპლის და დაშავებულთა რაოდენობა ყოველდღე იზრდება. ამჯერად ისრაელის სარაკეტო თავდასხმების სამიზნე „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბები გახდა. რაკეტებს უშვებენ ღაზის სექტორიდანაც – ისრაელის ქალაქებში განგაშის სიგნალი პერმანენტულად ისმის. საერთაშორისო საზოგადება დაპირისპირების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს, თუმცა პროცესის მოლაპარაკებათა მაგიდასთან გადატანის პერსპექტივა ჯერ არ ჩანს.