საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში 

ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავს.

საზღვარზე დამატებითი ძალების მობილიზაცია მიმდინარეობს. ჯარში გაწვეულია შვიდი ათასი რეზერვისტი. სარაკეტო თავდასხმების ფონზე იზღუდება საერთაშორისო ფრენები – ავიაკომპანიების ნაწილი თელ ავივის ბენ-გურიონის აეროპორტში რეისებს წყვეტს. ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ერთი ბავშვია. ღაზის სექტორში კი ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 80-ს აჭარბებს. მათ შორის 17 ბავშვია. ორმხრივი დაბომბვების პარალელურად, ისრაელის ქალაქებში ებრაელებსა და არაბებს შორის შეტაკებები ხდება. ისრაელის პრეზიდენტი სამოქალაქო ომის საფრთხეზე საუბრობს.