საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში

ღაზაში ისრაელის სახმელეთო ოპერაცია ფართოვდება. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ზუსტი და მიზანმიმართული ოპერაცია“ ჩაატარეს ღაზის ჰოსპიტალში, სადაც სამხედროების თქმით, აღმოაჩინეს სამხედრო აღჭურვილობა, რომელსაც „ჰამასი“ იყენებდა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანთმა განაცხადა, რომ „ჰამასმა“ ჩრდილოეთ ღაზაში კონტროლი დაკარგა.

„ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტრო კი მსხვერპლის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მათი ინფორმაციით, ღაზაში 11 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 500-ზე მეტი ბავშვი. გაერო-ს უშიშროების საბჭომ ღაზაში „გახანგრძლივებული ჰუმანიტარული პაუზისა“ და ყველა მძევლის გათავისუფლების მოთხოვნით რეზოლუცია მიიღო.