საოლქო კომისიის წევრების დასახელება

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დამოუკიდებელი წევრების არჩევის პროცესი მიმდინარეობს.

კანდიდატები კენჭისყრის შედეგად უნდა გამოვლინდნენ, თუმცა აღნიშნულ პროცესში ოპოზიციის ნაწილმა „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“, „გირჩმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მონაწილეობა არ მიიღეს. მათ უნდობლობა გამოუცხადეს კონკურსანტებს და განაცხადეს, რომ ისინი ნეიტრალური კანდიდატები არ არიან და „ქართული ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერებს წარმოადგენენ. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ყველა პროცედურა კანონის სრული დაცვის მიმდინარეობს.