საოლქო კომისიის სხდომა

მცირე დაპირისპირება იყო ზუგდიდის №67 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე.

სხდომაზე საოლქო კომისიის წევრებს ირჩევდნენ. „ნაციონალური მოძრაობიდან“ კომისიის წევრების ნაწილმა სხდომა დატოვა. მათ განაცხადეს, რომ კონკურსანტების უმეტესობა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირია, რის გამოც უარი განაცხადეს ხმის მიცემაზე. მათივე განცხადებით, აღნიშნული კონკურსანტები არ აკმაყოფილებენ დაწესებულ მოთხოვნებს.

თავის მხრივ, ბრალდებას უპასუხეს ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. კომისიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კომისიის წევრების არჩევა წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. მათივე განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრების არჩევის პროცედურა წესების შესაბამისად ჩატარდა და აღნიშნული კომისია, რომელიც რვა პირისგან დაკომპლექტდა, საარჩევნო საქმიანობას უახლოეს პერიოდში შეუდგება.

დატოვე კომენტარი