საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მხარდაჭერა

შიდა ქართლის რეგიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მხარდაჭერა გრძელდება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მრავალშვილიან ოჯახები მოინახულეს. ოჯახებს  საკვები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ. დახმარება საოკუპაციო  ხაზთან მდებარე ოთხი მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ყველა ოჯახს გადაეცემა. ამას გარდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ოჯახები, სახელმწიფოს ანტიკრიზისული გეგმით, ექვსი თვის განმავლობაში, 600 ლარის ოდენობით ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ.