„საოცრებათა ქალაქი“- ედუარდო მენდოსას რომანის ქართული თარგმანის პრეზენტაცია

საოცრებათა ქალაქი“ – ასე ჰქვია ცნობილი ესპანელი მწერლის, სერვანტესის პრემიის ლაურეატის, ედუარდო მენდოსას გახმაურებულ რომანს, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა. წიგნი მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ბარსელონას ცხოვრების შესახებ გვიყვება. ესპანურენოვანი კლასიკოსი მწერლის ნაწარმოები ქართულად ლანა კალანდიამ თარგმნა. წიგნის პრეზენტაცია „ლიგამუსში“ გაიმართა.

მოამბე