სანტა კლაუსი დიცში

მსოფლიოს კეთილი ნების ელჩი, ლაპლანდიელი სანტა კლაუსი ელჩებთან ერთად დიცში ჩავიდა.

საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე რამდენიმე სოფლიდან ბავშვები სანტას დილიდან ელოდნენ. დიცის საჯარო სკოლაში ბავშვებმა სანტასთვის სპეციალური ღონისძიება გამართეს. სანტა კლაუსმა პატარებს საჩუქრები დაურიგა და შობა ახალი წელი  მიულოცა. მსოფლიო კეთილი ნების ელჩი საოკუპაციო ხაზთან მივიდა და ქვეყანას გამთლიანება უსურვა.