სანქციების პოლიტიკა – ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი 

21:29, 25.12.2025

ევროკავშირს და საქართველოს გაუარესებული ურთიერთობის ფონზე ვაშინგტონის მხრიდან ყოფილი ევროკომისრისა და კიდევ ოთხი ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის დაწესებულ სანქციებს საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა საქართველოში.

ბრიუსელის მძიმე რეაქციას ორმაგ სტანდარტად მიიჩნევს ოფიციალური თბილისი, რომელიც ევროკავშირის მაღალჩინოსნებს საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ ბოლო წლებში ამოქმედებულ სანქციებს ახსენებს. მაშინ როცა ევროკავშირის ხელმძღვანელები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სავიზო შეზღუდვების დაწესების გამო სუვერენიტეტის შეზღუდვაზე საუბრობენ, აშშ-სგან ახსნა-განმარტებებს მოითხოვენ და საპასუხო ზომებით იმუქრებიან, „ქართული ოცნების“ ლიდერებს აინტერესებთ, რატომ არღვევდნენ თავად საქართველოსთან მიმართებაში საერთაშორისო სამართლის ნორმებს. იგულისხმება ის სავიზო თუ სხვა სახის შეზღუდვები, რომლებიც ბოლო წლებში ხელისუფლების პირველი პირების, მაღალჩინოსნების, პოლიტიკოსების, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისა და მოსამართლეების მიმართ სწორედ ევროკავშირის ქვეყნებიდან დაწესდა. თუმცა ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის დღეს არსებული ურთიერთობის ქართულ რეალობასთან შედარებას არასწორად მიიჩნევს ოპოზიცია, რომელიც მმართველ გუნდს ევროკავშირის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ბრძოლაში ადანაშაულებს და ანტიდასავლურ ნაბიჯებზე მიუთითებს.

მსგავსი