სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

საქართველოსთვის განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია ის მიმართვაც, რომელიც ხუთმა სენატორმა დონალდ ტრამპის სახელზე მოამზადა.

რესპუბლიკელი და დემოკრატი კანონმდებლები რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად ამერიკის პრეზიდენტს უფრო მკაცრი ზომების გატარებას სთხოვენ. მათ შორის იგულისხმება მოქმედი სანქციების გამკაცრება, ასევე დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დღის წესრიგში საქართველოს და უკრაინის საკითხის შეტანა.

„არ შეიძლება კრემლის მოქმედებების მოთმენა“ – ასეთია მიმართვის საერთო პათოსი. საკუთარი რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში სენატორები მოსკოვისგან ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერებას ელოდებიან.