სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა სკოლებში

108 სკოლა სახალხო დამცველის მონიტორინგის ქვეშ.

ომბუდსმენი სასწავლო დაწესებულებებში არსებულ პირობებზე და ინფრასტრუქტურაზე მორიგ მძიმე დასკვნას აქვეყნებს.

ირკვევა, რომ შერჩეული სკოლების დიდ ნაწილში სასმელი წყალი და საპირფარეშოები საერთოდ არ არის და ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებიც კი არ არის დაცული.

მითითებული სკოლები ექვს სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. ნინო ლომჯარია ანგარიშში მოყვანილი მძიმე დარღვევების სასწრაფოდ გამოსწორებას ითხოვს.