სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა

ლუქსემბურგთან 21 მარტს გასამართ მატჩზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. მთავარმა მწვრთნელმა გუნდში ყოფილი კაპიტანი, 37 წლის ნახევარმცველი ჯაბა კანკავა დააბრუნა. მეტოქის წინააღმდეგ გუნდს დაეხმარება გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი და გიორგი წიტაიაშვილი. თუმცა, სანიოლმა არ გამოიძახა ირაკლი აზაროვი და საბა ლობჟანიძე.

საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგთან გასამართი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩისთვის მზადებას 18 მარტს დაიწყებს. შეხვედრა 21 მარტს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება. თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.