სანდრო ბაზაძე საქართველოში დაბრუნდა

18:48, 27.05.2025

მსოფლიოს თასის გამარჯვებული სანდრო ბაზაძე საქართველოში დაბრუნდა.

ქართველმა მოფარიკავემ ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მოხმალავე ვაჟთა მსოფლიოს თასის, Villa de Madrid-ის გათამაშებაში გაიმარჯვა. მთავარი ჯილდოსთვის სხვადასხვა ქვეყნის 258 წარმომადგენელი იბრძოდა. ბაზაძემ  ფინალამდე ექვს მეტოქეს სძლია, გადამწყვეტ დაპირისპირებაში თურქეთის წარმომადგენელ ენვერ იილდირიმს 15:8 სძლია და მთავარი პრიზი დაიმსახურა.

მსგავსი