სანდრო ახმეტელის მემორიალური მუზეუმი

სავალალო მდგომარეობაშია სანდო ახმეტელის მუზეუმი სოფელ ანაგაში.

რეჟისორის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გახსნილი მუზეუმი ამორტიზებულია. მძიმე მდგომარეობაშია ექსპონატებიც, რომელთა უმეტესობა სიღნაღშია გადატანილი. არსებული ვითარების შესახებ იციან სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში. ადგილობრივი ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სახსრების არ არსებობის გამო რეაბილიტაცია ჯერ ვერ განხორციელდება, თუმცა უკვე დაწყებულია შესაბამისი პროექტის შეძენის პროცესი. მერიაში იმედოვნებენ, რომ მალე მოიძებნება მუზეუმის განახლებისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსიც.

ჟანა დიდებაშვილის და ზვიად ყარაულაშვილის სიუჟეტი