სანდრა რულოვსი როსტობაიების ოჯახში იმყოფებოდა

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი სოფელ შამგონაში როსტობაიების ოჯახში იმყოფებოდა.

რუსი ოკუპანტების მიერ ორი დღის წინ დაკავებულის მშობლებთან ერთად ის მდინარის პირასაც მივიდა, საიდანაც გელა როსტობაია თევზაობისას გაიტაცეს.

მომხდარს რულოვსმა რუსეთის მორიგი პროვოკაცია უწოდა და ხელისუფლება რუსეთთან დათმობის პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა.