სამუშაო შეხვედრა სასაზღვრო პოლიციაში

12:13, 03.05.2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მან მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ასევე, საუბარი შეეხო სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სასაზღვრო სექტორების მშენებლობისა და აღჭურვის მიმართულებით არსებულ საჭიროებებს. სულხან თამაზაშვილმა სამუშაო შეხვედრაზე მესაზღვრეებისა და სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაზე და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მსგავსი