სამუშაო შეხვედრა საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან

ცესკო-ს თავმჯდომარე რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკო-ს პრეს-სპიკერთან ერთად მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართა. ისინი დეტალურად გაეცნენ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის კომისიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობებსა და აქტივობებს. სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდგომ გიორგი კალანდარიშვილმა, ნათია იოსელიანთან და მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან ერთად, მარნეულში არსებული დროებითი სასაწყობე სივრცე დაათვალიერეს. აღნიშნულ სივრცეში განთავსებულია 4 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირებისთვის საჭირო საარჩევნო დოკუმენტაცია და ელექტრონული ტექნოლოგიები, რომლებიც კენჭისყრის დღემდე კანონით დადგენილ ვადებში გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს.