სამუშაო შეხვედრა გარემოს დაცვის სამინისტროში
გარემოს დაცვის სამინისტროში ბიზნესსექტორთან პლასტმასის ბოთლებით სასმელების რეალიზაციის ახალი რეგულაციის პროექტზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მინისტრის პირველმა მოადგილემ მეწარმეებს დაგეგმილი ცვლილებები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს სასმელის პლასტმასის ბოთლებით შესყიდვის შეზღუდვას საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის.