სამუშაო შეხვედრა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი, საქართველოს კულტურის მინისტრს, თინათინ რუხაძეს შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში თინათინ რუხაძემ შეხვედრა აჭარის კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძესთან გამართა. შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს აჭარაში კულტურის სფეროს განვითარების ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. აღინიშნა, რომ რეგიონში ახალი სტრუქტურის – კულტურის სამინისტროს ჩამოყალიბებამ, აღნიშნულ სფეროს კიდევ უფრო მეტად გაძლიერების შესაძლებლობა მისცა. ასევე იმსჯელეს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ინოვაციური კულტურული ინიციატივების მხარდაჭერასა და ახალგაზრდების შემოქმედებით პროცესებში ჩართვის შესაძლებლობებზე.