სამუშაო შეხვედრა

საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი კომპანიების ინდივიდუალური გეგმები და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით რეგიონში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები განიხილეს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების სამუშაო შეხვედრაზე.

მასში ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელი კომპანიები, მათ შორის, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ მენეჯმენტი“, „რომპეტროლი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“, „ბათუმის პორტი“, ავიაკომპანია Air Astana, GK logistics, საქართველოს ბაზარზე ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი სხვა ბიზნესკომპანიები და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულები მონაწილეობდნენ.