სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

საკანონმდებლო ორგანოში ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობა გრძელდება. დღეს მსჯელობის საგანი პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაზრდაა. სამუშაო ჯგუფი რიგით მეოთხე შეხვედრას მართავს. დისკუსიის საგანია მექანიზმები, რომლითაც მთავრობა გახდება უფრო ანგარიშვალდებული. ცნობილია, რომ უნდა გაიზარდოს პარლამენტში ინტერპელაციების რაოდენობა, ასევე საკანონმდებლო დონეზე გაიწერება მინისტრების ვალდებულება –  უფრო აქტიურად უპასუხონ დეპუტატების შეკითხვებს.