სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პარლამენტში

პარლამენტში ინტერპელაციის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. რეგლამენტის გათვალისწინებით, როგორც წესი, ინტერპელაცია ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ – მარტსა და მაისში, ასევე სექტემბერსა და ნოემბერში იმართება. ინტერპელაციის რაოდენობის გაზრდას ოპოზიციის ნაწილი ითხოვს, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, სამუშაო პროცესშია ჩართული. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ინტერპელაციის რაოდენობის გაზრდის მომხრეა. ინტერპელაცია დეპუტატთა შედარებით მცირე ჯგუფის მიერ, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს წარმომადგენლისთვის კითხვის დასმას ითვალისწინებს, პასუხისმგებელი პირი კი, ვალდებულია მას პარლამენტის სხდომაზე უპასუხოს.