სამთო-სათხილამურო სპორტის ფედერაციამ ახალი სეზონის გეგმა წარადგინა

საქართველოს სამთო-სათხილამურო სპორტის ფედერაციამ ახალი სეზონის გეგმა წარადგინა.

მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის ზამთრის სეზონზე დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს.

2019 წლის მარტში, გუდაური საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებასა და ევროპის თასის ჩემპიონატს უმასპინძლებს ფრისტაილსა და სნოუბორდში. აღნიშნული შეჯიბრებები ერთგვარი სამზადისია მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს, ორ დისციპლინაში გუდაურსა და ბაკურიანში გაიმართება.